fbpx

რა მოხდა სინამდვილეში თელავში ,თეატრის წინ-ლადო საყვარელიძე

თელავში, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ათ დღეზე მეტია ვითომდა გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ თეატრთან გაშლილ კარავში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები მივიდნენ და პოლიციის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

,,იქსნიუსი” დაუკავშირდა ბიზნესმენ ლადო საყვარელიძეს და ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება თხოვა.

ლადო საყვარელიძე: ცოლთან ერთად თბილისიდან თელავში დედის სანახავად ჩავედი; თეატრის წინ კარავი და სამი ოთხი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავინახე, გავაჩერე და შენიშვნა მივეცი : აქ ჯდომას, წიგნები იკითხეთ – თქო ვურჩიე.

იცით თქვენ რა გავიარე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს,წამართვეს ბიზნესი,ჩამსვეს ციხეში ,დღემდე ვცდილობ სამართალის აღდგენას და ახლა ისევ ამათ უნდათ დაბრუნებ!

ახლა დამაბრალეს თითქოს თელავში ,,ნადიკვარზე” რესტორნის მფლობელი ვარ ; ტყუილია ეს ფაქტი და ამას ნებისმიერი თელაველი დადასტურებს . ყველამ იცის ვის მფლობელობაშიც არის დღეს ნადიკვარიც და იქ განთავსებული რესტორანიც!

“იქსნიუსს” თელაველი ქალბატონი თამარ ნარეკლიშვილი დაუკავშირდა და ინციდენტის შესახებ მოგვითხრო :

მოკლედ მინდა მოგახსენოთ, გუშინ რა მოხდა.

თელავში დაბადებული და გაზრდილი კაცი, ლადო საყვარელიძე, იმყოფებოდა თელავში. როდესაც, მან გაიარა თეატრის წინ, გააჩერა მანქანა და გამოხატა პროტესტი კარვებზე, სიბინძურეზე და იმ პათოსზე,რომელსაც ავრცელებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვინმე რამაზ აივაზაშვილი, რომელმაც სოც.ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ოკუპაცია დაიწყო ქ.თელავიდან და აპროტესტებს გეორგიევსკის ტრაქტატს. ვაკონკრეტებ, რომ ლადო საყვარელიძე მივიდა მარტო! შემდეგ შეუერთდნენ მოედანზე მყოფი თელაველები,მივიდა პატრულიც და ინციდენტი ამოიწურა.

ცოტა ხნის შემდეგ, მირეკავს ნიკა ვარდოშვილი და მეუბნება, რომ ამ,, მორფინისტმა,, ლადო საყვარელიძემ, აღარ გაბედოს იქ მისვლა, თორემ სამუდამოდ თავს დაამახსოვრებს. მიაგზავნეს საყვარელიძე და იმიტომ არ იჭერენ ნარკომანს, რომ მათ დავალებებს ასრულებს.

საღამოს, ლადოს ურეკავს ,,მთავარი არხის,, ჟურნალისტი, ია გულიაშვილი და ინტერვიუს თხოვს .ლადო უარს ეუბნება შეხვედრაზე. მაშინ, ქ.ნი გულიაშვილი სთხოვს, რომ ეს სატელეფონო ზარი გამოიყენოს ინტერვიუდ, ამაზეც იღებს უარს, მაგრამ მაინც უშვებს ეთერში,რაც დასჯადია (იხილეთ შესაბამისი სსკ მუხლები) .

“მთავარიარხი” და მისი კორესპონდენტი ასევე, აცხადებს ტყუილს, რომ ლადო საყვარელიძე არის რესტორან ,,ნადიკვრის,, მფლობელი!

ეს ადამიანი, არის სიკეთის წყარო! უანგაროდ ეხმარება თელაველებს, უანგაროდ ეხმარება გაჭირვებულებს !

კეთილი საქმეები და ქვეყნის ბედი კარვებში არ წყდება! ვისაც თუნდაც რაიმე კეთილი განზრახვა აქვს , მშობლიური ქალაქისადმი, გამოვიდეს და კაცურად იბრძოლოს მისი კეთილდღეობისთვის და არა ფარული სურათებით, ვიდეოებით და ჩვეული შანტაჟის ენით!

ტელეკომპანია,,მთავარმა,, კი არასწორად გააშუქა თელავში მომხდარი ფაქტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება