fbpx

ფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

ფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების
შედეგად, დაახლოებით, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორი ფენა
საფარი მოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 425 050 ლარამდე
დაიხარჯება.
აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა
გრუნტის გზით სარგებლობდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ კი,
მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი,
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება