fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ. ამასთან დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის სათათბირო ორგანოს -სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ დამსწრეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და სამომავლო ხედვები გააცნო. სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა , მერთან ერთად საბჭოს წევრებმა განიხილეს წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების , არსებული გამოწვევების დაძლევის გზების , აგრეთვე სამომავლო ამოცანების შესახებ. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ტრადიციული იქნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობას, პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრას და ოპერატიულად გადაჭრას, უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება