უძოს ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გამაგრება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, უძოს ქუჩის N24-N26-ის მიმდებარედ ფერდის გამაგრებახორციელდება. 5 100 კვ.მ ფართობზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ბადეეწყობა.მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლიბენდელიანთან ერთად გაეცნო.„უძოს ქუჩაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო მძიმემდგომარეობა. ტერიტორია, როგორც ფერდის ქვემოთ, ისე ზემოთ მცხოვრებიოჯახებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა. დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები,რომლის ფარგლებშიც ფერდის დატერასება ხდება. შედეგად, ეს მონაკვეთიაბსოლუტურად უსაფრთხო გახდება. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე გვაქვს ჩატარებულიმსგავსი ტიპის სამუშაოები. არსებულ ფერდებს გარკვეული პრობლემები ჰქონდა,გავატარეთ პრევენციული ღონისძიებები და დღეს საფრთხე სრულად მოხსნილია.იგივე იქნება ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც“, – განაცხადა თბილისის მერმა.პროექტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება,ადგილობრივი ბიუჯეტიდან 421 000 ლარი დაიხარჯება.მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონისგამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის დელეგატი დეპუტატი ვარლამლიპარტელიანი გაეცნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება