fbpx

უნდა მოვითხოვოთ საპატრიარქოს გაუქმება და პატრიარქის მეთაურობით მთელი სინოდის გადადგომა-ბექა მინდიაშვილი,თეოლოგი

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი-

ადრეც დავწერე და ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ამბების შემდეგ, ჩვენ, ქრისტიანებმა, არ ვიცი, თეოლოგებმა, არათეოლოგებმა, ყოფილმა და ამჟამინდელმა სემინარისტებმა, ყოფილმა და მოქმედმა მღვდლებმა, ყველამ, ვისაც ეს გვადარდებს, უნდა მოვითხოვოთ საპატრიარქოს გაუქმება და პატრიარქის მეთაურობით მთელი სინოდის გადადგომა. ესაა უმცირესი, რაც შეიძლება მოვითხოვოთ. ეს უნდა იყოს კონსოლიდაციის საფუძველი. ეკლესია, რომელიც ემსახურება სატანას, სიკვდილს, განადგურებას, ეკლესია, რომელიც სიძულვილსა და ბიღმას კვებავს, რომელიც ამპარტავნებისა და ხიბლის უფსკრულში გვაგდებს, საჭიროებს განსაკუთრებულ, მძაფრ ჩარევას.

წმინდა მამები თანხმდებიან იმაზე, რომ სარწმუნოებრივ ხიბლში, ამპარტავნების ჯურღმულში ჩავარდნილმა მოწრმუნემ დროებით უნდა შეწყვიტოს ლოცვაც, მარხვაც, ყველა საეკლესიო წესის შესრულებაც და, მაგალითად, ხორცის ჭამა და ღვინის სმა დაიწყოს მძიმე მარხვაში, რათა ამ გზით მაინც გამოფხილზდეს. დღეს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისგან განმდგარმა, ღმერთისა და ადამინის სიძულვლით, უკიდეგანო ამპარტავნებით შეპყრობილმა საპატრიარქომ და მთელმა სინოდმა, რომელიც ახლა არა ქრისტეს სისხილისა და ხორცის, არამედ საკუთარი შვილების შეჭმას აპირებს, ამ ფორმით აუცილებლად უნდა შეწყვიტოს არსებობა, რათა გაჩნდეს განკურნების ოდნავი იმედი”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება