fbpx

მე ბიძინა ივანიშვილის ფინანსების წარმომავლობის შესახებ ეჭვი არასდროს გამჩენია. მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო მისი მოღვაწეობა, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, 2011 წელი

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება  “რესპუბლიკელებთან” თანამშრომლობასთან დაკავშირებით  მხოლოდ დადებითად შეიძლება  შეფასდეს.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება  “რესპუბლიკელებთან” თანამშრომლობასთან დაკავშირებით  მხოლოდ დადებითად შეიძლება  შეფასდეს.

თუმცა ბერძენიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ პარტიის ოფიციალური პოზიცია  ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

ლევან ბერძენიშვილი უარყოფს ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას ღია წერილში და აღნიშნავს, რომ მას არანაირი ეჭვი მისი ფინანსების წარმომავლობის შესახებ არასდროს გასჩენია.   

შეგახსენებთ,  დღეს გავრცელებულ ღია წერილში ივანიშვილმა “რესპუბლიკურ პარტიასთან” თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნული პარტია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილ და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილ ძალად მიიჩნია.

წერილში დაფიქსირდა ივანიშვილის შენიშვნაც ლევან ბერძენიშვილის მისამართით.

“რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო:
იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ “ალია-ჰოლდინგის” საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზიცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.
ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ.

თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა – ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!” – აღნიშნულია წერილში.“მე ბიძინა ივანიშვილის ფინანსების წარმომავლობის შესახებ ეჭვი არასდროს გამჩენია. ვთვლი, რომ ეს გაუგებრობაა. მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო მისი მოღვაწეობა”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი

გაუზიარე!

Shares