fbpx

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანი მრევლს სთხოვს, აღდგომას სახლში დარჩეს და სახლიდან ილოცოს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანი მრევლს სთხოვს, აღდგომას სახლში დარჩეს და სახლიდან ილოცოს.

„ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს მორწმუნეებს აღდგომა სახლში აღნიშნონ და ჩვენ შევძლებთ ვიხაროთ დღესასწაულით ისე, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ჩვენ ერთად ვილოცებთ, ვილოცებთ ონლაინ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა.

ცნობისთვის, უკრაინაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო ზომებს იღებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტაძრებში ყოფნის უფლება არ ექნება 10-ზე მეტ პირს. დაიშვებიან მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლები და ისინი, ვინც პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება მომლოცველებს, ისინი ეკლესიებში შესვლას მხოლოდ სათითაოდ ან დიდ ტაძრებში ორ-ორად შეძლებენ, ისიც მსახურების დასრულების შემდეგ.

ყველა მათგანს დამცავი ნიღბები უნდა ეკეთოს. მასობრივი შეკრება აკრძალულია ეკლესიის ეზოებშიც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება