fbpx

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„დაავადება თითქმის ასიმპტომურია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – აღნიშნავს გერაშჩენკო.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაური ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ყველა იმ ადამიანს კი, ვისთანაც ბალანს შეხება ჰქონდა, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება