fbpx

უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს-ანჯეი დუდა

უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს – ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერიციაზე განაცხადა

„უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, რადგან ეს უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას გამოიწვევს. ჩვენ არ ვუერთდებით ამ კონფლიქტს. ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფენ.

„ნატო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ნატოს მოკავშირეებმა რუსეთს მძიმე ხარჯები დააკისრეს უკრაინაში მისი სრულიად გაუმართლებელი და დაუფიქრებელი შეჭრისთვის. 

ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას: მატერიალურს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას, ჰუმანიტარულ დახმარებას და, ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს კონფლიქტის ნაწილი. ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება