fbpx

უკრაინაში”ბუკერებში” – ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს-გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს-

ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში”ბუკერებში” – ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო – ქართული ხასიათიდან და კულტურიდან გამომდინარე – უფროს უმცროსობის პატივისცემის კონტექსტში. ანუ მორალურად არ ჯდება ჩვენს – ქართულ ტრენდში.
ქართულ ტრენდში ჯდება მაგალიად: – მწყურვალისავის მიმატანინე წყალი… ფეხი დამადგით, გულზე დამადგით… აბჯარი თუნდაც ხისაო… დაუკარით, რომ მტრის ხანჯალს…

ახლა, აქვე ის მითხარით, რამდენი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო “მოღვაწე” ცხოვრობს ამ ტრენდით?
ახლა, ის მითხარით, ამ პანდემიის ჟამს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას დედა გვეტირა, არა თუ კრედიტებს ვერ ვემსახურებით, ზოგჯერ ის არ ვიცით შვილები როგორ დავაპუროთთ, რა თანადგომა გამოუცხადა სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს – პირველ რიგში მორალურ-მატერიალიზებული? ხელფასები შეიმცირეს, ავტოპარკში მაქანების რაოდენობას მოაკლეს და ბიუჯეტში მიმართეს ეს თანხმები? ჩვეულებრივი მკვდავივით ფეხით დადის ვინმე სამსახურში თუ საკუთარ ავტოეზე გადაჯდა ვინმე და საკუთარი სახსრებით ასხამს მაქანაში ბენზინს, ბიუჯეტს რომ ტვირთი შეუმციროს? (ხორვატიის პრეზიდენტის ინიციატივები შეგიძლიათ იხილოთ) ვინმემ მითხრას, ამიხსნას – საკრებულოების წევრები, პარლამენტარები რატომ არ ხვდებიან საკუთარ ამომრჩევლებს სწორედ ახლა და არ იგებენ ვის რა სტკივა და რა უჭირს? რატომ არის ყველა – ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს და ხმამაღლა იტყვის ამას – ოპოზიციის მხარდამჭერი- ანუ ეგრევე პოლიტიკური იარლიყის მატარებელი პერსონა? მართლა ვერავინ ხვდება ხელისუფლებებაში, რომ ხალხი უკვე გაბრაზებული კი არა გამწარებულია? და რას ფიქრობთ, მართლაც ცუდი საყურებელი ნაგვის კადრების ავტორი და შემომქმედი ერთი პერსონაა? ვერ ხვდება ვერავინ, რომ ეგ ნაგავი ნებისმიერმა გაბრაზებულ-გამწარებულმა მოქალქეემ საკუთარ წარმოსახვაში დააყარა მის გამაბრაზებელ-გამამწარებლებს?
თქვენ ბატონებო, სახელმწიფო “მოღვაწეეებო” და ცალკეულო საჯარო მოხელეებო, ვინც ფირობთ რომ დირექტორები ხარ და არა მსახურები – დიახ, ჩვენი მსახურები – მართლა ჩვენზე ჭკვიანი და გონიერი გგონიათ საკუთარი თავი? თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ბავშვზე უკეთესია თქვენი ბავშვი, რომელიმე სტუდენტზე გონიერია თქვენი სტუდენტი შვილი, ან რომელიმე თქვენ მიერ გზაჩაკეტილ, პერსპექტივა მოსპობილ ახალგაზრდაზე მეტს იმსახურებს თქვენი ოჯახის წევრი ახალგაზრდა? მე არ ვფიქრობ, რომ თქვენი ოჯახის წევრები ან თუნდაც თქვენ, რაიმე ფორმით უნდა დაკნინდეთ სხვებთან შედარებით. მე ვფიქრობ, რომ ყველას თანაბარი შანსი და შესაძლებლობები უნდა ჰქოდეს და თქვენ წარმოიდგინეთ – ყველაფერში. ნებისმიერი მორალური კრიტერიუმი და ზრდილობის ჩარჩო მთავრდება იქ – სადაც იწყება უსამართლობა. უსამართლობა გამოხატული ნებისმიერი ფორმით – კორუფციით დაწყებული დასრულებული პროტექციონიზმით. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უსამართლობას, როგორც მორალურ კატეგორიას ბევრად მაღალი წონა აქვს ვიდრე სამართალს. დიახ, ძალიან ხშირად სამართლიანი არ არის სამართლებლივი, მაგრამ სამართლებლივი, ანუ კანონითთ გამყარებული ძალიან ხშირად არ გახლავთ სამართლიანი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადამიანებს ღირსება ელახებათ, პერსპექტივა ესპობათ და ყველაზე მთავარი – როდესაც ხედავენ, რომ მათ მიერ კონკრეტული მსახურებისთვის დაქირავებული მოხელეები თუ მოღვაწეები – მენტორები ხდებიან, უფრო მეტიც – ქვეყნის თუ გარემოებების დირექტორებად მიიჩნევენ საკუთარ თავს.
ასეთ დროს ადამიანებს აქვთ არა თუ ნაგვის, არამედ “ცხვირში მუშტის” უფლებაც.
ახლა იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება, ან ნებისმიერი ადამიანი ვინც, ვიმეორებ – ეს მორალურად მძიმე კადრები ნახა, თუ როგორ ცუდად და უდიერად იქცევიან ადამიანები. არამედ იმაზე – რა შეგვეშალა, რომ თუნდაც ერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა, თუნდაც ერთი მოქალაქე ასეთ დღეში ჩააგდო? და აქ მნიშვნელობა სულაც არ აქვს კონკრეტული პირის მიერ არის თუ არა “აქტის” განმხორციელებელი გამწარებული, აქ მთავარია სისტემას რა ეშლება.
ახლა ვიღაც შურისძიებაზე და აქტის მარგინალიზებაზე კი არ უნდა ფოქრობდეს, არამედ იმაზე – თუ რა დღეშია სახელმწიფო.
ყველა, დიახ, ყველა ვინც ახლა ამ აქტს აფასებს, როგორც მორალურად მიუღებელს – განსაკუთრებით პოლიტიკოსები არის მლიქვნელები – დავიღალეთ ბიძიკოები თქვენი დაუსრულებელი კომფორმიზმით და კეთილი ინებეთ – ნაგავიც აიტანეთ, თორემ დედის და კეთილების გინება, რომ არ ჭრის უკვე, ეგ ვიცით. და იცთ, ყველაზე მთავარი, რატომ უნდა აიტანოთ? იმიტომ რომ აი, ის – მორალური კრიტერიუმი – “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით:, რომ შეცვალეთ და ჩვენს თავებზე დადიხართ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება და არჩევანი – ან ვიყოთ ასე და გაგულავოთ ჩვენს თავებზე, ან მოგამტვრიოთ ფეხები, ან სულაც ნაგავში გადაგაგდოთ. თქვენც გაქვთ ალტერნატივა, – ჩამოდი ქვემოთ, დაეშვით მიწაზე!-წერს ჟურნალიტი გოჩა მირცხულავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება