fbpx

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 156-ე – დევნის და 239-ე – ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება