ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიაში ქვეყნის ტურისტულ გამოცდილებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილე თამარყორიაული და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ავსტრიაში, ქვეყნის ეკონომიკისფედერალური სამინისტროსა და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ასოციაციისწარმომადგენლებს შეხვდნენ.ვიზიტი ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ავსტრიის შრომისა დაეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შედგა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისწარმომადგენლები ავსტრიის ტურიზმის პოლიტიკის სტრატეგიას გაეცნენ.შეხვედრებზე განიხილეს რეგიონული ტურიზმის განვითარების, ტურიზმისსტატისტიკისა და მონაცემთა დამუშავების, ტურისტული ნაკადების მართვის,ინოვაციებისა და მდგრადი ტურიზმის საკითხები.ქალაქ ლინცში მდებარე ზემო ავსტრიის ტურისტულ საბჭოში შეხვედრაზე განიხილეს 4სეზონის ტურისტული მიმართულების კონცეფცია და ტურისტული საინფორმაციოცენტრების მართვის საკითხები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება