„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“,- შოთა ლაგაზიძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, ოჯახური ღვინის მარნის„ლაგაზის“ წარმომადგენელი შოთა ლაგაზიძე.„ლაგაზი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც სოფელ ზემო ალვანში მდებარეობსდა ნატურალურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოს აწარმოებს.„ეს პროექტი ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახებშიწარმოებული პროდუქტებით მასპინძლობენ სტუმრებს. ეს ხელს უწყობს ასეთიობიექტების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე.ჩვენთვის, მომავალში ეს ნიშნავს მეტ სტუმარს და მადლობას ვუხდი ტურიზმისეროვნულ ადმინისტრაციას ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. თუშეთიდანვარ წარმოშობით და თავიდანვე ავიღეთ ეს ნიშა, რომ ჩემი კუთხისთვისდამახასიათებელი, ადგილობრივი კერძები ჩაგვესვა მენიუში, რაც შეგვიძლიაყველაზე კარგად მოვამზადოთ, ჩვენი კერძები განსხვავებულია და ყველარესტორანში ვერ დააგემოვნებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ეს პროექტიდაგვეხმარება, ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდესმომხმარებლამდე“,-აცხადებს პროექტის მონაწილე შოთა ლაგაზიძე.„მზისკარი“ოჯახური გასტრომასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებასგასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთიმასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელიკერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში, ადგილობრივისტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესშიმონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება