fbpx

ტვ ,,პირველმა“ყაველაშვილმა ოპოზიციას აგინაო, ეგრევე მიხვდნენ, ვისკენ მიემართებოდა ეს გინება-ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით ტელეკომპანია „პირველმა“ მიხეილ ყაველაშვილის განცხადება გააჟღერა ისე, თითქოს მისი ნათქვამი ოპოზიციისკენ იყო მიმართული.

„მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციას უთხრა, ჩვენს შორის ვინც რუსულ საქმეს აკეთებს იმის ასე და ისეო… „ტვ პირველმა“ კი 2 წუთში თქვა, ყაველაშვილმა ოპოზიციას აგინაო. ეგრევე მიხვდნენ, ვისკენ მიემართებოდა ეს გინება“- წერს ლატარია Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება