ჟურნალისტი დაეჯან ლიპარტელიანი ,,ტვ, პირველს,, მიმართავს-ტვ პირველი!!!! გამაგებიეთ თქვენ, ტელევიზია ხართ თუ, ფაშისტური ორგანიზაცია?? პრემიერის არასრულწლოვან, პატარა ბავშვებს, დილიდანვე რომ დასდევთ მიკროფონებით და ბავშვებს რომ პროვოკაციულ კითხვებს უსვამთ, რა არის ეს, ჟურნალისტიკის ახალი განხრა, როგორ დააავადმყოფოთ და დაანერვოზოთ მომავალი თაობა, თუ რა უბედურებაა? თქვენგან ცდილობთ, დააბულინგოთ და დაავადმყოფოთ პატარა ბავშვები… არადა რომ გკითხოთ კაცმა, ადამიანის უფლებებს იცავთ…
გამოდიხართ საჯაროდ და ბღავილით აპროტესტებთ ძალადობას, სინამდვილეში კი, აი ეს მართლაც მონად ქცეული გოგო, აქ პირბადით, ამ კორონობისჟამს, არაჰიგიენურ პირობებში, მიწაზე გდია დილის 6 საათზე, იმისთვის, რომ ჩაუსაფრდეს, პრემიერის შვილებს, პატარა ბავშვებს და ეს არაა, ამ საცოდავ გოგოზე ძალადობა, ტვ პირველის მხრიდან, რომელიც მას, მოზარდებზე ბულინგსა და ძალადობას ავალებს?… ბოლოს და ბოლოს, ისე თუ გინდათ იაროთ ამ ქალაქში, რომ ყველამ გაფურთხოთ, კი ბატონო, არაა პრობლემა, თქვენთვის ფურთხი, რა დასანანია, ყველამ ნამდვილად უნდა გაიმეტოს!…
მსგავსი უნამუსობა ჟურნალისტებს, შევარდნაძის დროსაც არ უკადრებიათ, ამას ვინ გაბედავდა, ამას არავინ იკადრებდა… მიშას რეჟიმის დროს ხომ, ეს ჩვეულებრივი ნორმა იყო და ამ ნორმის აღდგენას და გაგრძელებას ცდილობს ეტყობა, ტვ პირველი…. სირცხვილი თქვენ, ტვ პირველი, თქვენ არაფერი საერთო თქვენ ჟურნალისტიკასთან არ გაქვთ, თქვენ ტოვებთ შტაბეჭდილებას რომ, ბავშვებზე მოძალადე, ერთ-ერთი ფაშისტური დანაყოფი ხართ!