fbpx

ტვ-,,პირველზე, არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა და კომპანია „ბევრილი ჯგუფი“ სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს-ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „პირველზე“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 11 ივნისს, გადაცემაში „პირველები“ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა და კომპანია „ბევრილი ჯგუფი“ სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს.

„გადაცემის ჟურნალისტების, აგრეთვე ქალბატონი ანა დოლიძის და ქალბატონი ქეთი ენუქიძის მიერ გავრცელდა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ინფორმაციები. თითქოს კომპანიის „ბევრილი ჯგუფი“-მა პირდაპირი წესით სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მიიღო თანხა ხორბლის შესაძენად, დაიდო ზედიზედ 4 კონტრაქტი, რაც წარმოადგენს კორუფციულ გარიგებას. კომპანია არის მონოპოლისტი ხორბლის ბაზარზე და იგი არის დაინტერესებული ხორბლის საქართველოში სამანქანო გზით აკრძალვაში .

გვინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ , რომ ჩამოთვლილებიდან არც ერთი მოყვანილი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ:

  • არ ყოფილა არავითარი პირდაპირი წესით ფულის მიცემა სახელმწიფოსაგან არამედ ჩატარდა სახელმწიფო ტენდერი ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე,რომელსაც „ბევრილი ჯგუფთან ერთად “ ყავს კიდევ 5 გამარჯვებული კომპანია. ეს ტენდერი ტვ „პირველის“ გადაცემა „პირველების“ სიუჟეტამდე აქტიურად შუქდებოდა პრესაში და ტელევიზიებში მათ შორის ბოლოს 5 და 6 ივნისს „ბიზნეს ფორმულაზე“ და სურვილის შემთხვევასი ძალზე ადვილი იყო ამის გადამოწმება.
  • აქვე განვმარტავთ, რომ პროგრამის მიხედვით სუბსიდირების ტენდერის ჩატარების აუცილებელი გახდა კორონავირუსის კრიზისის ფონზე, აპრილის თვეში მკვეთრად მოიმატებული ხორბლის ფასისს გამო. ხორბლის ფასმა მსოფლიოს ბაზრებზე და ყველა დიდი მწარმოებელი ქვეყანა შეზღუდვები შემოიღო ხორბლის ექსპორტზე, ესენია: რუმინეთი , უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი რომელმაც 1 აპრილიდან კვოტირება შემოიღო რუსეთიდან ხორბლის გამოტანაზე და დააწესა ხორბლის გამოტანის ზღვრული ვადა 2020 წლის 1 ივნისი. შესაბამისად, შეიქმნა რისკი არ მომხდარიყო საქართველოში,როგორც ფასების ასევე ფიზიკურად მარაგების კრიზისი.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ გამოქვეყნებულია პროექტების მართვის სააგენტოს გვერდზე ხორბლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ტენდერი გულისხმობდა 40 000 ტონა ხორბლის შემოტანას შემოტანის 20 მაისამდე, მაქსიმალური სუბსიდირებიის თანხას 40 $ მ 1 ტონა ხორბალზე და აუცილებელ ვალდებულებას გამარჯვებულ კომპანიების მიერ კონტრაქტის დადებისთანავე 1 ხარისხის ფქვილის წისქვილიდან გასაცემი ფასი უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 51 ლარისა .

ტენდერის პირობაში არ იყო, რომ ხორბალი აუცილებლად უნდა ყოფილიყო რუსული. სამწუხაროდ, ამ დროისათვის ერთადერთ ქვეყანას არა მარტო ჩვენთვის არამედ სხვა ქვეყნებისათვის წარმოადგენს რუსეთი.
ტენდერი სრულიად გამჭვირვალე იყო და გამარჯვებული გამოვლინდა პრინციპით ყველაზე ნაკლები მოთხოვნილი სუბსიდირება 1 ტონა ხორბალზე .

ტენდერის კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე, შევძელით ბიუჯეტის დაზოგვა და გამოყოფილი თანხა სრულად არ დახარჯულა,“ – აცხადებს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, გამოვლინდა 6 გამარჯვებული:შპს გლობალმილინგი- თბილისი,შპს ჯეომილი-თბილისი, ბევრილი ჯგუფი( თბილისი , ფოთი), ბეღელი (თბილისი,სენაკი ), აგროსისტემები – მარნეული, ცერერა ზუგდიდი.

„აქედან ცხადია , რომ:

  • არავითარი პირდაპირი ფულის გადაცემა პირდაპირი წესით არც „ბევრილ ჯგუფზე“ და არც რომელიმე სხვა კომპანიაზე არ ყოფილა , ბევრილ ჯგუფს გადახდილი აქვს დაახლოებით გამარჯვებისათვის 4 500 000$ თავისი თანხა და 438 000 დოლარი ტენდერში დაბალი ფასის შეთავაზებისათვის.
  • „ბევრილი ჯგუფი“ არ იყო ერთადერთი კომპანია გამარჯვებული სულ იყო 6 კომპანია. დაახლოებით ასეთივე პროპორციებით თანხები ხორბლის შემოტანაზე გადახდილი აქვს დანარჩენ 5 კომპანიას ანალოგიურსად მათაც გადაიხადეს თავიანთი ფული ხორბლის შემისატანად პლუს ტენდერის შედეგად მიღებული სიუბსიდირება
  •  შესაბამისად არ ყოფილა არავითარი კორუფციული გარიგება
  • რაც შეეხება თითქოს ბევრილ ჯგუფთან 1 ხელშეკრულების ნაცვლად 4 ხელშეკრულება დაიდო.

1 ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა, იმ უბრალო მიზეზით , რომ 4 500 000 $ -ის მოცულობის ხორბლის გამოტანას რუსეთის პორტებიდან, ფიზიკურად სჭირდება არანაკლებ 4 გემისა შესაბამისად დაიდო 4 ხელშეკრულება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა კომპანიას მათ შორის ბევრილი ჯგუფს ურთულეს პირობები უწევდათ მუშაობას, რომ ხორბლის მარაგები შევსებულიყო საქართველოში, კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნები კვოტირებების ამოწურვამდე რუსეთიდან სასწრაფოდ ცდილობდნენ ხორბლის გატანას, 5 -6 დღის განმავლობაში დატვირთული გემები იდგნენ პორტებში და ვერ გამოდიოდნენ საქართველოსკენ, რაც განპირობებული იყო ფიტოსანიტარული სერტიფიკატების არ გაცემის ხელოვნური შეფერხებებით.

აგრეთვე 1 მაისიდან 12 მაისამდე რუსეთის დასვენების დღეების გამოცხადებას და შესაბამისად არ მუშაობდა საბაჟო და კომპანიების მიერ გემის მფლობელების და პორტისთვის მოცდენისათვის კომპანიებმა სოლიდური ჯარიმების გადაიხადეს. იყო რისკი რომ ხორბალი საერთოდ ვერ წამოსულიყო საქართველოში .

ბოლო გემები შპს „ცერერასი“ და შპს „ ბეღელის“ ფოთის პორტში შემოვიდა და განბაჟდა ტენდერის პირობების ამოწურვის თარიღამდე რამოდენიმე საათით ადრე 20 მაისს გვიან ღამით.

რატომ რუსული ხორბალი – არავისთვის მათ შორის, არც ტელევიზიებისთვის და პოლიტიკოსებისთვის დაფარულს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არა მარტო „ბევრილი ჯგუფის“ მიერ არამედ ხორბლის შემოტანების 90 % დღეს, ისევე როგორც ბოლო რამოდენიმე ათწლეულების განმავლობაში, ხორციელდება რუსეთიდან, ვმუშაობთ ხორბლის დივერსიფიცირების საკითხებზე გვაქვს გარკვეული წინადადებები და დაინტერესების შემთხვევაში სიამოვნებით გაუზიარებთ , როგორც ტელევიზიებს ასევე პოლიტიკოსებს და მოვისმენთ თუ ვინმეს რაიმე ქმედით მექანიზმებს შემოგვთავაზებს შეუძლია დივერსიფიცირების მხრივ,“ – აცხადებს ლევან სილაგაძე.

ის ასევე მოუწოდებს გადაცემა „პირველებს“, ანა დოლიძესა და ქეთევან ენუქიძეს ან დაადასტურონ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები, ან ოფიციალურად უარყონ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება