fbpx

კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, იშვიათად ხდებიან გადამტანები- მარია ვან კერჰოვი

კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, იშვიათად ხდებიან გადამტანები და ისინი ვირუსის გავრცელების მთავარი “ძრავი” სულაც არ არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს. 

ზოგიერთი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები და ზოგადად ჯანმრთელი ადამიანები, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ხშირად სიმპტომებს საერთოდ არ ავლენენ, ან მხოლოდ მსუბუქ ფორმებში. 

სხვადასხვა კვლევით დადგინდა რომ, შესაძლოა ვირუსის გადამტანი უსიმპტომო პირი გახდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით,  ეს ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვანი მიზეზი არაა. 

“იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ უსიმპტომო პირისგან ვირუსის გავრცელება ძალიან იშვიათია”, – განაცხადა დოქტორმა მარია ვან კერჰოვმა.     

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება