fbpx

ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მხრიდან პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება

ენიტენციური სამსახური: ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მხრიდან პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება📍სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მხრიდან, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება ხორციელდება, რამაც უკვე მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო. ▶️აღსანიშნავია, რომ სამსახური პირველად არ გამხდარა ცილისმწამებლური თავდასხმების სამიზნე. ცრუ და გაყალბებული ინფორმაციის გავრცელება, სისტემის თანამშრომელთა დემორალიზებისა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.▶️სიმართლეს არ შეესაბამება, ტელეკომპანიის ეთერში, 2022 წლის 5 თებერვალს გასული სიუჟეტი, თითქოს N3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულებულ გ.ნ-ზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელება. ▶️სპეციალური პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბათუმის N3 დაწესებულება სრულად პასუხობს ყველა იმ სტანდარტსა და მოთხოვნას, რასაც კანონი შესაბამისი რეჟიმის დაწესებულებისთვის ითვალისწინებს. ▶️აღსანიშნავია ისიც, რომ მსჯავრდებულთან შეუფერხებლად ახორციელებენ ვიზიტებს, როგორც სახალხო დამცველის, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები. კერძოდ, დაწესებულებაში მოთავსების დღიდან, გ.ნ სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა, მათ შორის, ბოლო ვიზიტი სახალხო დამცველის წარმომადგენელთან 2022 წლის 14 იანვარს განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელს კი ბოლოს 2022 წლის 4 თებერვალს შეხვდა.▶️მნიშვნელოვანია, რომ სამსახურმა მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლისა და გადამოწმების მიზნით, არაერთხელ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ დასახელებული ფაქტები, ქვემდებარეობის გათვალისწინებით, გამოკვლეული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფს. კერძოდ, 2021 წლის 29 დეკემბერს, დასრულებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ N3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები, სასჯელის ვადის გაზრდის მიზნით, მის პროვოცირებას ცდილობდნენ და დისციპლინურ სახდელებს უკანონოდ აკისრებენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დისციპლინური სახდელები მსჯავრდებულს კონკრეტული დარღვევებიდან გამომდინარე დაეკისრა და სამართალწარმოების მასალებში მისი უფლებების დარღვევა არ გამოკვეთილა. ▶️ასევე, საყურადღებოა, 2021 წლის 11 იანვარს, N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების „ერთობლივი“ საჩივარი, რომელშიც მითითებული იყო სხვადასხვა სახის დარღვევებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, წერილი მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიერ იყო დაწერილი და მასში მითითებული მსჯავრდებულებიდან, ზოგიერთი საერთოდ არც ყოფილა მოთავსებული N3 პენიტენციურ დაწესებულებაში. ▶️ინფორმაციისთვის, მსჯავრდებული გ.ნ პენიტენციურ სისტემაში 2019 წლის 29 აპრილს მოთავსდა. საყურადღებოა, რომ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის გამო, მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს დაკისრებული სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელი. ▶️განვმარტავთ, რომ ყველა სხვა პატიმრის მსგავსად, მსჯავრდებულ გ.ნ-ს უფლებებიც სრულად არის დაცული და მას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თანხმობით, შესაძლებლობა აქვს მიიღოს როგორც სომატური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, თუმცა რიგ სამედიცინო კონსულტაციებზე უარს აცხადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, სპეციალიზირებულ კლინიკებში სხვადასხვა სახის სტაციონარული დახმარება აქვს მიღებული. ▶️უსაფუძვლოა ტელეკომპანიის მხრიდან გაჟღერებული კიდევ ერთი ბრალდება, თითქოს, პენიტენციური სამსახური აღნიშნულ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით არხისთვის განმარტებას არ აკეთებს და სიმართლეს მალავს.➡️კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე გასცეს მისი პერსონალური მონაცემი, მით უფრო მაშინ, როცა აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ხდება დადგენილი წესის დარღვევით და ამასთან, სიუჟეტის ანონსის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება