fbpx

დღეს დამიკავშირდა 224 ადამიანი, ვინც სოსო გოგაშვილის მიერ იქნა დათხოვილი სამსახურიდან-დავით ქართველიშვილი

დღეს დამიკავშირდა 224 ადამიანი, ვინც სოსო გოგაშვილის მიერ იქნა დათხოვილი სამსახურიდან 2015-2016 წ.წ. მათი უმეტესობა, დღეს ზოგი “დრაბილკაზე” მუშაობს, ზოგი “ტაქსაობს”, ზოგი უმუშევრად ზის სახლში. უმეტესობას – არ ვიცნობ. მაგრამ – ყველას, ვინც ჩემი მეგობრების სახელით დამიკავშირდით, გპირდებით! თვითოეული თქვენგანის თავმოყვარეობის და შელახული სამართლიანობის გრძნობის აღდგენას – ვეცდები რომ აღვადგინო!მასე ხდება ხოლმე, როდესაც ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალს, საავადმყოფოს პაციენტები მძევლად რომ აიყვანენ, ან აგენტურა – კაბინეტებიდან “ოპერებს” განდევნის დროებით. მერე ყველაფერი თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება. დანარჩენს შევეხები უახლოეს დღეებში ყველაზე რეიტინგულ ტელეეთერებში, რის შესახებ გაცნობებთ დამატებით!მანამდე კი – თითოეულ თვენგანს უღრმესი მადლიერება თანადგომისათვის! “უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება