fbpx

ის 20 კაცი, ვინც დღეს აქციაზე უსტვენდა, ეკლესიის მაგინებელი იყო


ადამიანურად, ძალიან გულდასაწყვეტი სხდომა იყო. ჯერ ის, რომ ოპოზიციამ მარტო ქალები დატოვა, სახე დაკარგეს, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ეს იყო სირცხვილი, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განვითარებული მოვლენები, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობდა.

​„ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ. დღეს იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია. ის 20 კაცი, ვინც აქციაზე უსტვენდა, იყო ეკლესიის მაგინებელი. ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება ყველას აქვს ღირებულებითი პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსთაველზე გააპროტესტეს. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, პარლამენტთან აქცია გაიმართა.

პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება