fbpx

სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო -კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ში მისი გამოკითხვა „ნაცმოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მიერ რევოლუციური სცენარის მომზადებას უკავშირდებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სამართალდამცველებს იმ პირების სია წარუდგინა, ვინც დესტრუქციული ქმედებების მონაწილეა.

„ვიმყოფებოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების სამზადისს. სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე, ინფორმაციის შინაარსი და წარვადგინე ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares