fbpx

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლები რუსთავის ცენტრალურ პარკში შეჭრას ცდილობს

რუსთავში, ცენტრალურ პარკში , სადაც “ქართლი ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს, ახალგაზრდების ნაწილია შეკრებილი. ისინი უშუალოდ ღონისძიების ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

ახალგაზრდების განცხადებით, მათ სურთ ტერიტორიაზე მდუმარე აქცია გამართონ. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი „სტრატეგია აღმაშენებელს“ წარმოდგენენ.

„გვინდოდა მდუმარედ დავმგარიყავით და პროტესტი გამოგვეხატა, დაგვხვდა პოლიცია და გვიკრძალავს პროტესტის გამოხატვას და იქ მისვლას“,- აცხადებს ერთ-ერთი ახალგაზრდა.

მათ სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ ტერიტორიაზე ვერ შეუშვებენ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რადგან “ღონისძება არის სპეციალური, რომელზე დასწრებაც ხდება მოსაწვევებით”.

ხმაური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც გრძელდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება