fbpx

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსჯავრდადებულს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

„რაც შეეხება საკითხს, მიეწოდება თუ არა სათანადო სამედიცინო მომსახურება, ყველას შევახსენებ, რომ ამ საკითხით დაკავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და ის დააკვირდა, მოიძია თუ რა სერვისები მიეწოდება და დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება და ამ საფუძველზე უარი უთხრა იმ საჩივარს, რომელიც შეტანილი იყო მისი ადვოკატების მხრიდან.

გარდა ამისა, საქართველოშიც რამდენიმე კონსილიუმი ჩატარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები იყვნენ, სხვებიც იყვნენ შესული და საერთო ჯამში ჩვეულებრივი ადამიანის ენაზე დასკვნა რაც გვესმის არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას, იმას, რომ მას შეზღუდული აქვს თავისუფლება, რის გამოც, დეპრესიიდან გამომდინარე აქვს ის მდგომარეობა, რაც აქვს.

სამწუხაროდ, სწორედ ეს განცხადებები შიდა თუ გარე მეგობრებისა, რომელიც მას აგულიანებენ და იმედს აძლევენ, რომ მოხდება მისი დახსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სწორედ ამ შეგულიანების გამო არის, რომ ის თავის მხრივ უკვე ვერ ეგუება იმ მდგომარეობას, რომ 6 წელი მან უნდა მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, სინამდვილეში აუარესებენ მის ჯანმრთელობას.

„ის ადამიანები, სააკაშვილის შიდა თუ გარე მეგობრები, რომლებიც დღეს საუბრობენ მის გათავისუფლებაზე, სინამდვილეში ეს ადამიანები აუარესებენ მის ჯანმრთელობას იმით, რომ აგულიანებენ, არ უნდა შეეგუოს, რომ მოუწევს ციხეში ჯდომა. ამით შეგულიანებული სააკაშვილი ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს, როგორ გაატაროს შემდეგი წლები ციხეში და იფიქროს თუნდაც იმ დანაშაულებზე, რომელიც მან ჩაიდინა ან იფიქროს საკუთარი პიროვნების სხვანაირ განვითარებაზე, ნაცვლად ამისა, იმით, რომ არ ეგუება ციხის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის შესაბამისი. ამიტომ, ვინც კი არის გულშემატკივარი მიხეილ სააკაშვილის, დღეს იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ პირიქით, ის შეაგულიანოს იმაში, რომ შეეგუოს, ის 6 წელი, რომელიც მას აქვს მისჯილი, მოიხადოს ისევე, როგორც მოიხადეს სხვებმა, მათ შორის მისი მთავრობის წევრებმაც. ვანო მერაბიშვილმა ბოლომდე მოიხადა სასჯელი და გამოსულიც არის თავისუფლებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება