fbpx

სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერების მიღება იანვრიდან შეეძლებათ -კახა კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერების მიღება მომავალი წლიდან, ნებისმიერ დროს შეეძლებათ. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერების თემა, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ მომდევნო წლიდან, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ წლის ნებისმიერ დროს მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები. ეს ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი, რათა ადამიანებმა წლის ნებისმიერ დროს მიიღონ ერთჯერადი ვაუჩერი მედიკამენტების შესაძენად”,- ამბობს კახა კალაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება