fbpx

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადებების განხილვა აქტიურად გრძელდება.

დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრები ფხეროს, ბენარისა და ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დასახლებების საერთო კრებაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

სოფელი ზემო ენთელი -სასაფლაოს მიმართულებით სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ფხერო – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი შოყა- შიდა საუბნო გზების მოხრეშვა;
სოფელი შოლავერი-გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი უნწა-გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ბენარა-სასმელი წყლის ქსელისათვის დ-50 მმ მილის შეძენა;
სოფელი ხევაშენი-გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ნაქურდევი-სანიაღვრე არხის მოწყობა;

2024 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება