fbpx

სათაური-სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ შეკრებილ ახალგაზრდებს იმ მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს უკავშირდება, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცა მუნიცოპალიტეტის შესახებ, შესრულებული სამუშაოების, ჩატარებული კულტურული ღონისძიებების და მუნიციპალიტეტის ტურზმული პოტენციალის ირგვლივ.

დავით ბახტაძე -,,ჩვენთვის პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვა მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მათი ინიციატივების მოსმენა და მხარდაჭერა.”

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდა, მოხდა ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, არჩეული თავმჯდომარის მიერ კი მოადგილის და მდივნის წარდგენა. ახალგაზრდულო საბჭოს თავმჯდომარედ ტრისტან ერაძე იქნა არჩეული. თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მელქაძე, მდივანი ნინო ქავზინაძე.

ახალგაზრდულ საბჭოს, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის წარმომადგენლები და სტუდენტები წარმოადგენენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება