fbpx

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ უდეში, ზაზალოსა დაბა აბასთუმანში გაიმართა

ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ უდეში, ზაზალოსა დაბა აბასთუმანში გაიმართა. ამით პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: უდე-სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია; ზაზალო-სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; დაბა აბასთუმანი- სასაფლაოს შემოღობვა; შეგახსენებთ, რომ შეხვედრები 23 იანვრიდან- 3 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად გაიმართა. 2023 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაემატება და თითოეულ სოფელში ის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება რომელიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება