fbpx

სოფელ წითელხევში აფხაზეთის ომის გმირის ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

სოფელ წითელხევში აფხაზეთის ომის გმირის ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში დღეს, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. სოფელ წითელხევის 33-ქუჩას, სადაც აფხაზეთის ომის გმირი ცხოვრობდა დღეიდან ტარიელ კვირიკაშვილის სახელი მიენიჭა. ქუჩა სიმბოლურად გმირის დაბადების დღეს გაიხსნა. ტარიელ კვირიკაშვილს 50 წელი შეუსრულდებოდა. ✔️წითელხევში ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ქუჩის გახსნას, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი მინდია კიკნაველიძე, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე, სოფელ წითელხევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გია კოტორეიშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილი, ტარიელ კვირიკაშვილის დედა, ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. ტარიელ კვირიკაშვილი 1992 წლის ნოემბერში სოფელ შრომაში, აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკებისას გმირულად დაეცა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება