fbpx

სოზარ სუბარი: ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია

ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„გაცილებით ადრე, სამივე პროცესი დაიძრა უკრაინასა და მოლდოვაში და გაცილებით ადრე მიიღო სამივე ეს პროცესი საქართველომ, რადგან ჩვენ ვატარებდით თანმიმდევრულ ნაბიჯებს ევროპისკენ. ის, რაც გუშინ მივიღეთ არის ისტორიული მიღწევა და ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ ზოგადად, სამართლიანი არ ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილება. თუ დამსახურების მიხედვით იყო, სწორედ საქართველოს უნდა მიეღო საქართველოს და მერე სხვებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება