fbpx

სოზარ სუბარი: დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამ ვითომ პროევროპულ ძალებს განასახიერებდა და წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძე – ყველაზე დიდი ანტიპუტინისტი

პოლიტიკა25 ივნისი 2022, 00:14/ სანდო წყარო

სოზარ სუბარი: დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამ ვითომ პროევროპულ ძალებს განასახიერებდა და წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძე – ყველაზე დიდი ანტიპუტინისტი

დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამ ვითომ პროევროპულ ძალებს განასახიერებდა და წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძე – ყველაზე დიდი ანტიპუტინისტი. ბურჯანაძე აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ თურმე ჩვენ პრორუსები ვართ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ პირდაპირ თქვა თაკო ჩარკვიანმა, რომ მათი მიზანი ხელისუფლების აყირავებაა და ამაზე შეთანხმებულია მთელი ოპოზიცია. Facebook-ზე მათი მხარდამჭერების ნაწილი „მოლოტოვის კოქტეილების“ მომზადების წესებს წერს. ეს არის როგორც ყოველთვის – ლამაზი იდეების მიღმა, რითაც ხალხს მოტყუებას ცდილობენ, გადადიან იმაზე, რაც სჩვევიათ – პარლამენტის შტურმი, დამხობა და ა.შ. მართლა ევროპა რომ არ აწუხებთ ამის მაგალითიც – ერთ-ერთ ტელევიზიაზე ახლა ამ პროევროპულ ძალებს განასახიერებდა და წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძე – ყველაზე დიდი ანტიპუტინისტი. ბურჯანაძე აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ თურმე ჩვენ პრორუსები ვართ. გავიხსენოთ ისიც, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მინდია გულუას პარტიის პრესსპიკერი იყო. რევოლუციაზე საუბრობდა გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ეს არის აშკარად ფაშისტური პარტია, რომელიც გერმანიაშიც და ევროპარლამენტშიც რუსეთის ინტერესებს ატარებს. ამ ფონზე ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება“, – აცხადებს სუბარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება