fbpx

სოზარ სუბარი: ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო

„ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო. და ეს მხოლოდ, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე მათ აგენტურას სიცოცხლე გაუხანგრძლივონ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, პარლამენტი მიიღებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ისეთ წესს, როგორიც დემოკრატიულ ქვეყნებშია და თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებს, მმართველი გუნდი ვეტოს ადვილად დაძლევს.

“თუ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას გამოიყენებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე, მისი დაძლევის პრობლემა არ იარსებებს. მითუმეტეს, ეს წესი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო წესებთან და საქართველოში გამონაკლისი არ გვჭირდება.

ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო. და ეს მხოლოდ, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე მათ აგენტურას სიცოცხლე გაუხანგრძლივონ.

ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც იქცევიან დემოკრატიული ქვეყნები და მივიღებთ, ისეთ კანონმდებლობას, როგორიც არის დემოკრატიულ ქვეყნებში. განსხვავებულ წესებს ჩვენთან ვერ დავუშვებთ.

2012 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე დასაბუთებული ეჭვი გამოთქმულიყოს საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაყალბებული ხმების პარალელური დათვლა და შემდეგ ბრალდება – ხელისუფლებისა და ცესკოს მიმართ, თითქოს ხმების პარალელური დათვლა კი არ იყო გაყალბებული, არამედ პირიქით ნამდვილი არჩევნები იყო გაყალბებული. მოგვიწოდებდნენ კიდეც არჩევნების შედეგები მოგვეყვანა შესაბამისობაში გაყალბებული ხმების პარალელურ დათვლასთან, რაც ვეღარ გამეორდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, მართლა ისეთი არჩევნები რომ ჩატარებულიყო ჩვენთან, როგორიც ვიხილეთ გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შუალედურ არჩევნებზე, როცა მიცვალებულები აირჩიეს სენატორებად და რამდენიმე კვირა ითვლიდნენ ხმებს, ან კიდევ უფრო ადრე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით მიცემულმა ხმებმა განაპირობა გამარჯვებულის გამოვლენა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ჩვენთან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება