fbpx

ეკა სეფაშვილი: პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია

„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება.

„ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის შესახებ, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას – ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეფორმებისა და ცვლილებების მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება