fbpx

სოზარ სუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: საკონსტიტუციო სტატუსი გვჭირდება, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს და გაბედოს ახლა მიღებული კანონის შეცვლა ან გაუქმება

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი განმარტავს, თუ რატომაა აუცილებელი ლგბტ თემთან დაკავშირებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სტატუსი მიენიჭოს. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონს უნდა ჰქონდეს მაღალი სტატუსი, რათა ვერავინ შეძლოს და გაბედოს მომავალში მისი გაუქმება, ან შეცვლა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოქმედი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათი მიღება შესაძლებელი იქნება მომავალი მოწვევის პარლამენტში, მანამდე კი, იმუშავებს კანონი, რომლის ინიციირებაც დღეს მმართველი გუნდის მხრიდან მოხდა.

„რატომ გვინდა საკონსტიტუციო კანონის მიღება და საკონსტიტუციო სტატუსი? იმიტომ, რომ კანონს უნდა ჰქონდეს მაღალი სტატუსი, რათა ვერავინ შეძლოს და გაბედოს მომავალში მისი გაუქმება, ან შეცვლა. ამისთვის არის საჭირო 113 ხმა. თუ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რასაკვირველია, 113 ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება, თუმცა კანონი მიღებული იქნება მანამდეც, იქნება ქმედითი და იმუშავებს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ ჩვენ მივიღებთ მე-11 მოწვევის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინახავს, ვის უნდა მისცეს ხმა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება