fbpx

დავით ქართველიშვილი: ვინაიდან მარტივ მამრავლებად დაყოფილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ ანებივრებს საკუთარ ამომრჩეველსაც კი სისტემატიზებული საარჩევნო პროგრამით, დავეხმაროთ მათ ამ პროგრამის შედგენაში

„ნაცმოძრაობა“ ვერ ანებივრებს საკუთარ ამომრჩეველსაც კი სისტემატიზებული საარჩევნო პროგრამით, მათი დამოკიდებულებიდან: პარტიებისა და “ენ-ჯე-ო”-ს დაფინანსების გამჭვირვალობის, სასამართლო კოლეგიის “ვეტინგის” წესით დაკომპლექტების, ოჯახურ ფასეულობათა და არასრულწლოვანთა დაცვის მიმართ უკვე ამ ეტაპზე დაფიქსირებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ უძნელდება ამომრჩეველს წარუდგინოს ისეთი პროგრამა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ეროვნულ ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული.

„ვინაიდან მარტივ მამრავლებად დაყოფილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ ანებივრებს საკუთარ ამომრჩეველსაც კი სისტემატიზებული საარჩევნო პროგრამით, გამომდინარე მათი დამოკიდებულებიდან: პარტიებისა და “ენ-ჯე-ო”-ს დაფინანსების გამჭვირვალობის, სასამართლო კოლეგიის “ვეტინგის” წესით დაკომპლექტების, ოჯახურ ფასეულობათა და არასრულწლოვანთა დაცვის მიმართ უკვე ამ ეტაპზე დაფიქსირებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დავეხმაროთ მათ ამ პროგრამის შედგენაში:
✅ოპოზიციის და “ენ-ჯე-ო” სექტორის დაფინანსების სფერო არ უნდა იყოს გამჭვირვალე ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის;
✅ ადგილობრივ მოსამართლეებს უნდა გვინიშნავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები;
✅ საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორი გენეტიკური სქესი და მხოლოდ ერთი (ჰეტეროსექსუალური) ოჯახის სახეობა;
✅ არასრულწლოვანთა გადასაწყვეტი უნდა იყოს, თუ რა სქესს ირჩევენ ისინი მომავალში, ამისთვის აუცილებელი თუნდაც ქირურგიული ჩარევის გზით;
✅ ინცესტის ის სახეობა, რომელიც ბიოლოგიურ ახლო ნათესავებს შორის სიყვარულს ემყარება, ნებადართული უნდა იყოს;
✅ ერთსქესიანთა წყვილებს ბავშვის აყვანის პრობლემა არ უნდა შეექმნათ;
✅ საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალურ დოკუმენტებში არ უნდა იზღუდებოდეს მათი გენეტიკური მრავალფეროვნების მითითება;
✅ ქვეყანაში არ უნდა იზღუდებოდეს ინცესტის, გენდერული მრავალფეროვნების, ერთსქესიანთა მიერ ბავშვების აყვანის, სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების და ა.შ. პოპულარიზაცია/პროპაგანდის მიზნით ჩასატარებელი შეკრებები, აქციები, აღლუმები;
✅ მედიასივრცეში, კულტურის სფეროში, საგანმანათლებლო პროგრამებში ცხოვრების არატრადიციული ფორმების ამა თუ იმ ფორმის შემცველი შინაარსი არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ცხოვრების ნორმალურ წესთან იყოს გაიგივებული;
✅ ვინც ამ პროგრამას მხარს დაუჭერს საპარლამენტო არჩევნებზე, პენსია ექნება 1000 ლარი. ალბათ, ეტაპობრივად, ოდესღაც თუ ასეთ ქვეყანაში პენსიამდე მიღწევა თავის აზრს შეინარჩუნებ”, – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება