fbpx

სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას:ერთხელ მაინც წაიკითხე სახარება…

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება და დღეს ჩვენს რეანიმაციულ განყოფილებებში ადამიანები იგუდებიან“.

„როდესაც ის აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, კარგი იქნება, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ უბრალოდ, სახარებაში გარდაიცვალა ასფიქსიით სრულიად სხვა ადამიანი, ის ვინც იესო ქრისტე გასცა 30 ვერცხლად და მაცხოვარი სხვა სიკვდილით აღესრულა. ეს დღე არის სწორედ დღეს, დღე რომელმაც იხსნა კაცობრიობა, იხსნა თითოეული ადამიანის სული და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა მკვდრეთით აღდგომით და მიცვალებულთა გამოხსნით ჯოჯოხეთიდან. მესმის, რომ შეიძლება მას არ სწამდეს, არ სჯეროდეს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს, სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ რწმენასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები და უნდა თქვა ისეთი რამე, რის გამოც შეიძლება უხერხულობაში აღმოჩნდეს თვითონ“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება