სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“  საგაზაფხულო სერიის ფინალური შეხვედრა გაიმართა. 

ფინალურ შეხვედრაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. 

25 კითხვისგან შემდგარი ფინალური ტურის შემდეგ გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ: 

I ადგილი – კერძო სკოლა   ინტელექტი ,,პარადოქსი“;

II ადგილი – ჯუგაანის საჯარო სკოლა “ალეგრო” ;

III ადგილი – ანაგის საჯარო სკოლა ,, ჰანაგე“.

სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნედ ანაგის საჯარო სკოლის „ჰანაგეს“ მოსწავლე ნინი  მარტაშვილი დასახელდა. 

გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და საჩუქრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა გადასცა. 

ინტელექტუალური თამაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით უკვე ექვსი წელია იმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება