fbpx

“სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს თამარ თორაძის ინტერვიუს შესახებ

“სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

“ამა წლის 4 ივნისს ზოგიერთ მედია-საშუალებაში გავრცელდა ქალბატონ თამარ თორაძის ინტერვიუ, რომელიც შეიცავს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბატონ გიორგი რამიშვილთან მიმართებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ გიორგი რამიშვილი არ ყოფილა ინტერვიუში აღწერილი მოვლენების მონაწილე. ჩვენთვის უცნობია, ვის ან რატომ სჭირდება მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. იმედია, ეს მალე გაირკვევა” , – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში

1992 წელს, თბილისში, თორაძეების ოჯახის მკვლელობისას გადარჩენილი ერთადერთი წევრი თამარ თორაძე, რომელიც მისი ძმებისა და მშობლების მკვლელობაში, სხვა პირებთან ერთად გიორგი რურუას და გიორგი რამიშვილს ასახელებს.

როგორც თორაძე ამბობს, რამდენიმე დღის წინ, მუქარის ზარი განხორციელდა, სადაც უთხრეს, რომ თუ ამ საქმესთან დაკავშირებით ახსენებს გიორგი რამიშვილს მეტსახელად “ზარალას” სახელს,  მას 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ მოიშორებენ, ანუ მოკლავენ. ამის შესახებ თამარ თორაძემ “ალტ-ინფო”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ოპერატიულად იმოქმედოს, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს.

თამარ თორაძე ამჟამად ამერიკის მოქალაქეა და მას იცავს იქაური სამართალდაცვითი სტრუქტურები, თუმცა პირები, რომლებიც მის მიმართ ახორციელებენ მუქარას, საქართველოს მოქალაქეები არიან და ამერიკის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ვერანაირ ღონისძიებას ვერ განახორციელებს.

გაუზიარე!

Shares