fbpx

დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სრულდება

თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი აქტიურად განაგრძობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას, ამჯერად დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.დაბა მანგლისის ცენტრალურ პარკში რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება და 2020 წლის ტურისტულ სეზონზე დამსვენებლები განახლებულ გარემოში შეძლებენ დასვენებას. დონორი ორგანიზაციის-გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით სრულად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სველი წერტილები, ველობილიკები, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება.პროექტის ჯამური ღირებულება 173 326 ევროს შეადგენს. პროექტი ხორციელდება,პროგრამის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (kfw) დაფინანსებით, საკონსულტაციო ჯგუფი GFA-ს მიერ.

პარკის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით.ამ დროისთვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა , დასრულება კი მომდევნო კვირის ბოლოსაა გათვალისწინებული.სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯიემჯი”.

გაუზიარე!

Shares