fbpx

სემეკში უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დავით ნარმანიამ და სემეკის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის სამოქმედო გეგმა და მოისმინეს მათი კომენტარები და მოსაზრებები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.    

სემეკის მიზანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. სემეკმა შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021  წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებთან ერთად მოხდება სემეკისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის ვებგვერდების ადაპტირება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის.

სამოქმედო გეგმა შემუშავებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება