fbpx

საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღეს-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

მთავრობის მეთაური, აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში, პროკურატურის როლზე საუბრობს.

“საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღეს.
კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს რგოლს – პროკურატურას საკვანძო როლი აკისრია კანონის დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში. საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებისა და სრულყოფის რთული გზა განვლო. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად შეიქმნა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პირობები”, – აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.

განცხადებაში პრემიერმინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა.

“დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ევროპული სტანდარტების, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა. მის თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში. უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს”, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაშ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება