fbpx

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას აქვეყნებს

გვსურს გამოვეხმაუროთ, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ უპასუხისმგებლო ინტერპრეტაციას, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასა და მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შექმნილ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. აღიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. მსგავსი ტიპის ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოების ნაწილში შიშისა და პანიკის დათესვას და მეორე მხრივ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც პირდაპირ შედის მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებში.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აფიქსირებს მზადყოფნას, სახელმწიფო უსაფრთოხების საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მაქსიმალურად ითანამშრომლოს მედიასთან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება