fbpx

რამდენჯერაც შეურაცხყოფა იქნება, იგივე სიტყვებით დაგიბრუნებთ, ოღონდ უფრო მწარედ-დიტო სამხარაძე,დეპუტატი

ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“აწი ნახე

გინება პირველს არასდროს არ დამიწყია! შეგიძლიათ ქათამი გვარამიასა და ნაცების შპინგალეტების პოსტების გამოქვეყნების დროებს დააკვირდეთ და შემდეგ ჩემს რეაქციებს!!!

გვარამია ქათამმა, ვასიკო მაღლაფერიძეს, ჩემი პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს, ფეისზე მიაყენა შეურაცხყოფა! დიახ, ვუპასუხე და ორი დღე იმ სიტყვებით ვამკობდი, რაც ვასიკოზე და ჩვენზე დაწერა!

TV პირველმა, ჩემი გუნდის წევრებზე, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ასევე, ჩემი აზრით, მცდელობა ჰქონდათ გაემართლებინათ გარეჯის გასხვისების თემა!

TVპირველის ფეისბუქ გვერდზე ვიდეო დადეს, სადაც ნაცების შპინგალეტები შეურაცხმყოფელ, გინებების შემცვლელ კომენტარებს წერდნენ ქართული ოცნების გუნდის ლიდერებზე!

გვერდის ადმინი არ მოუწოდებდა კორექტულობისკენ და არც დამამცირებელი კომენტარების წაშლა მოახდინეს! რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემგანაც მიიღეს ადეკვატური პასუხი❗️

ვაი თქვენს პატრონს, თქვენ რა გგონიათ? გვაგინოთ, გვლანძღოთ და ჩვენ თავჩაღუნული გოიმებივით გისმინოთ?

მასეთ კომფორტში არ გამყოფებთ! თითოეული ქართული ოცნების წევრის მიმართ, ქათამი გვარამიას და მისი პარტიული ტელევიზიების მიერ, რამდენჯერაც შეურაცხყოფა იქნება, იგივე სიტყვებით დაგიბრუნებთ, ოღონდ უფრო მწარედ, მრავალჯერ მიიღებთ პასუხს…. მასე სადააა”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება