სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული
„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,
ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.
„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-
6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და
ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია
დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით
საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ
თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება