fbpx

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა-იგი ინფექციონისტად მუშაობდა და სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია საჩხერის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა, “პირველ არხს” დაადასტურა.

ფალავანდიშვილის თქმით, მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

„ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა საჩხერის მერმა.

არსებული ცნობით, ოჯახის წევრები იზოლაციაშვი არიან. ბენიამენ ფალავანდიშვილს კონტაქტი ჰქონდა მოქალაქებთან, თუმცა, მისი თქმით, იგი რეკომენდაციებს იცავდა.

სავარაუდოდ საღამოს კორონავირუსზე ტესტს თვითონ ბენიამენ ფალავანდიშვილსაც აუღებენ.

გაუზიარე!

Shares