fbpx

საქართველო გეგმავს იმ პაკეტის განხორციელებასაც, რაც დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება – თენგიზ ცერცვაძე

საქართველო ბინაზე დატოვებული კოვიდ–ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომელთაც თბომბოემბოლიური დაავადების განვითარების თუნდაც მცირე რისკფაქტორი აქვთ, სპეციალური პაკეტის შეთავაზებას გეგმავს.

კერძოდ, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ამ პაკეტში შევა ორი ტიპის ანალიზი – სისხლის საერთო და ე.წ. დენდიმერი [ეს არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი].

“საქართველოში კორონავირუსის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება. თუ ვინმეს სჭირდება კორონავირუსის სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები მიჰყავთ ჰოსპიტალში. ახლა შეიძლება, განხორციელდეს ძალიან კარგი ღონისძიება საქართველოში, რაც არ ხდება დასავლეთში არც ერთ ქვეყანაში. იქ ბინაზე ვისაც ტოვებენ, ნიშნავს რომ უსიმპტომოა და არ სჭირდება გამოკვლევა და მკურნალობა. ჩვენთანაც ასეა მაგრამ, დღეს იყო მსჯელობა პრემიერთან იმაზე, რომ რაღაც მინიმალური პაკეტი გამოიყოს, რომელშიც იქნება სისხლის საერთო ანალიზი და ე.წ. დენდიმერი [ეს არის თრომბოელბოლიური გართულების რისკის მარკერი]. კოვიდისთვის თრომბოემბოლიური გართულებები ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის – უსიმპტომო პაციენტებშიც. იყო ერთი, ორი სიგნალი ამის სახლში დატოვებული პაციენტებიდან და რომ ეს სიგნალები არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქნას ისეთი ვითარება როგორიც უცხოეთშია – უსიმპტომო პაციენტებს შორისაც დიდი დანაკარგი, მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს თბომბოემბოლიური დაავადების განვითარების თუნდაც მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რომ მათ ასეთი გართულება არ განუვითარდეთ”, – განაცხადა ცერცვაძემ

გაუზიარე!

Shares