fbpx

ნიღაბი თუ გვექნება და დისტანციას დავიცავთ, პიკი აღარ გვექნება-პაატა იმნაძე

კონტაქტი არის, როდესაც 15 წუთი და მეტი, 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ურთიერთობ ინფიცირებულ ადამიანთან – ნიღბის გარეშე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიასთან განაცხადა. 

“ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ყველა ყველასთან კონტაქტშია. კონტაქტი არის, როდესაც 15 წუთი და მეტი 1 მეტრ და ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა ნიღბის გარეშე ავადმყოფთან. ეს ითვლება კონტაქტთან. ვისაც არ ჰქონია 15 წუთი და მეტი 1 მეტრ ნაკლებზე ურთიერთბა და ნიღაბი ვისაც ეკეთა, არ ითვლება კონტაქტად.

ბევრი უკმაყოფილოა, რომ მე კონტაქტი ვიყავი და არ მომაკითხესო.

ამასთანავე, ნიღაბი უნდა გვეკეთოს ყველას და დისტანციაც უნდა დავიცვათ. ნიღაბი თუ გგვექნება და დისტანციას დავიცავთ, პიკი აღარ გვექნება, მართალია, კორონა არ გაქრება, თუმცა ასე არ გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი

გაუზიარე!

Shares