fbpx

საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი: პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც სისტემატიურად ცდილობენ ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში “საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს”- ასე აფასებს ექსპერტი დავით ქართველიშვილი შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ბრიუსელში. “საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე ქვეყნისთვის სწორედ იმ აუცილებელი პრიორიტეტების თვალსაზრისით ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს და თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში, საქართველო-ნატოს კომისიაში მონაწილეობის მიღებით იწყებს. ამით პარლამენტის სპიკერმა ყველაზე მკაფიო პასუხი გასცა იმ საშინაო თუ საგარეო ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, ვინც თითიდან გამოწოვილი საბაბით სისტემატიურად ცდილობენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულებას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას პასიურობაში. დღეს საქართველოს პირველ რიგში, არა მისი დემოკრატიის გზაზე წინსვლაში ეჭვის მქონე ძალების მხრიდან რაიმე ტრენინგების ჩატარება ესაჭიროება, რამდენადაც თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან საჭირბოროტო თემებზე პრაქტიკული ხასიათის დიალოგი. წარმატება მინდა ვუსურვო ბატონ შალვა პაპუაშვილს მის მნიშვნელოვან საგარეო დებიუტში და ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოში ის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილებით დაბრუნდება.”- წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება