fbpx

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით-კელი დეგნანი

მთავარი, რისი დანახვაც ახლა გვსურს, არის ერთიანობა. საქართველოში ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პოლარიზაცია და მოხდეს იმ საკითხები ირგვლივ გაერთიანება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ი ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რონდელის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელსაც ორგანიზება გაუწია რონდელის ფონდმა და ძალიან დროული იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც კრემლის მიერ დაწყებული არაპროვოცირებულ ომში არიან.

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით. ასევე საქართველომ უკრაინელებს როგორც უკრაინაში, ასევე აქ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროსა და ეუთოში. მთავარი, რისი დანახვაც ახლა გვსურს არის ერთიანობა. საქართველოში ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პოლარიზაცია და მოხდეს იმ საკითხების ირგვლივ გაერთიანება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ასე რომ იმედი გვაქვს, გაგრძელდება მხარდაჭერის გამოხატვა,“- აღნიშნა ელჩმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება