fbpx

ოდესაში მცხოვრები მალვინა ბასილაძე მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას და ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს

უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მალვინა ბასილაძე, რომელსაც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესიდან გამოქცევა მოუწია, სოციალური ქსელის საშუალებით მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას და ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს, რომლის დახმარების წყალობით უსაფრთხო ტერიტორიაზე მოახერხა გასვლა.

„მე გახლავართ საქართველოს მოქალაქე ოდესიდან, უკვე დევნილი. რა გზას გავდივართ თითოეული, ალბათ, ყველასთვის გასაგებია… არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე. ეს ადამიანი რასაც აკეთებს სიცოცხლის ფასად, ყველაფერზე მაღლა დგას. არცერთ მოქალაქეს არ ტოვებს უყურადღებოდ, სათითაოდ გამოჰყავს სახლიდან და ამგზავრებს უსაფრთხო ტერიტორიაზე, მათ შორის ვარ მეც. ამას აკეთებს საკუთარი ხარჯებით და სიცოცხლის რისკის ფასად. წარმოუდგენელია ამის არდაფასება და მარაზმია იმის მოსმენა, რაც სხვადასხვა ტელევიზიებით ვრცელდება, სირცხვილია!!! გეყოთ!!! გამძლეობა უკრაინას!!! გამძლეობა ჩვენ საკონსულოს!!!

მადლობა საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს და საკონსულოს ყველა თანამშრომელს“, – წერს მალვა ბასილაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება