საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და “EUROPRIS”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პენიტენციურსისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს

შეხვედრა პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა.

იუსტიციის მინისტრმა და “EUROPRIS”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თბილისის კონფერენციის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

გუსტავ ტალვინგმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და “EUROPRIS”-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც მხარეებს შორის 2023 წლის მაისში ჰააგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.

შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება